სამართლის სკოლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში - არა უმეტეს 75 ECTS კრედიტს, შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ კომპონენტს, რომელიც შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისაგან (70 ECTS კრედიტი), პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართულ კომპონენტს (10 ECTS კრედიტი) და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს (40 ECTS კრედიტი).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა
სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის კატალოგი
სამართლის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი აკადემიური პერსონალის რესურს-ბაზა