იწყება განაცხადების მიღება CUnicorn+ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე!
გინდა, რომ შენი იდეა რეალობად აქციო და მას საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა?
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევს CUnicorn+ პრე-აქსელერაციის ათკვირიან ინტენსიურ პროგრამაში - ინოვაციების, ზრდის და ახალი შესაძლებლობების სამყაროში.
პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით და გაძლევს შანსს, შენი სტარტაპი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანო.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან მოქმედების გეგმა მის შესაქმნელად;
- ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ პირველი მომხმარებლები ან პარტნიორები და სურთ გლობალურ ბაზარზე გასვლა;
- სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და სტარტაპ გუნდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
რას იღებ CUnicorn + -ში მონაწილეობით?
- საერთაშორისო გამოცდილება – პროგრამა ხორციელდება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, რომლის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და მოგცემენ უნიკალურ ცოდნასა და რჩევებს.
- ინტენსიური სწავლა და პრაქტიკა – ტრენინგები, ვორქშოპები, ინდივიდუალური მენტორინგი და ნეთვორქინგი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან.
- შენი სტარტაპის პრეზენტაცია დემო დღეზე – შანსი, რომ შენი იდეა წარადგინო ინვესტორებისა და ეკოსისტემის წამყვანი წარმომადგენლების წინაშე.
პროგრამის მიზნებია:
- ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერება
- ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა
- სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება
- საერთაშორისო პარტნიორობებისა და გლობალური გამოცდილების გაზიარება
განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და გაგრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით!
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
არ გაუშვა შანსი, შენი იდეა მომავალ Unicorn-ად აქციო.
“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით.აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.