იწყება განაცხადების მიღება CUnicorn + პრე-აქსელერაციის პროგრამაზე

1 სექტემბერი 2025

იწყება განაცხადების მიღება CUnicorn+ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე!

 

გინდა, რომ შენი იდეა რეალობად აქციო და მას საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუხსნა?

 

 კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევს CUnicorn+ პრე-აქსელერაციის ათკვირიან ინტენსიურ პროგრამაში - ინოვაციების, ზრდის და ახალი შესაძლებლობების სამყაროში.

 

პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით და გაძლევს შანსს, შენი სტარტაპი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანო.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

 

  • ტექნოლოგიურ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან მოქმედების გეგმა მის შესაქმნელად;

  • ინოვაციურ სტარტაპებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ პირველი მომხმარებლები ან პარტნიორები და სურთ გლობალურ ბაზარზე გასვლა;

  • სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებს და სტარტაპ გუნდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.

 

რას იღებ CUnicorn + -ში მონაწილეობით?

 

  • საერთაშორისო გამოცდილება – პროგრამა ხორციელდება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, რომლის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და მოგცემენ უნიკალურ ცოდნასა და რჩევებს.
  • ინტენსიური სწავლა და პრაქტიკა – ტრენინგები, ვორქშოპები, ინდივიდუალური მენტორინგი და ნეთვორქინგი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან.
  • შენი სტარტაპის პრეზენტაცია დემო დღეზე – შანსი, რომ შენი იდეა წარადგინო ინვესტორებისა და ეკოსისტემის წამყვანი წარმომადგენლების წინაშე.

 

პროგრამის მიზნებია:

 

  • ადგილობრივი სტარტაპების გაძლიერება

  • ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა

  • სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება

  • საერთაშორისო პარტნიორობებისა და გლობალური გამოცდილების გაზიარება

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და გაგრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით!

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

არ გაუშვა შანსი, შენი იდეა მომავალ Unicorn-ად აქციო.

 

“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით.აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს”.