კონკურსი არქიტექტონი აბიტურიენტებისთვის

16 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს - არქიტექტონი - მომავალი არქიტექტორებისთვის.

 

კონკურსი ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში ორ ეტაპად, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე და 17 დეკემბერს, 09:00 საათზე.

 

პირველი ეტაპი - მასტერკლასი

 

მონაწილეებს მასტერკლასი ჩაუტარდებათ თემაზე - „არქიტექტურა, როგორც პროფესია“. სადაც განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: როგორ მუშავდება პროექტი, რა უნარებია საჭირო არქიტექტორისთვის, რა დამატებით პროფესიებს მოიცავს ის, რა ეტაპების გავლა უწევთ არქიტექტორებს, როგორც სწავლის პროცესში, ასევე პროფესიის დაუფლებისას. მასტერკლასს ჩაატარებენ:  არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულები - ლუკა ქობალია და ნათია ჭეიშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი - მარიამ მენაბდე.

 

მეორე ეტაპი - ვორქშოპი

 

მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება, რომლის თემასაც მასტერკლასის დღეს გაიგებენ. კონკურსანტებს შესაძლებლობა ექნებათ თავისი იდეები გადმოსცენ წერილობითი, ჩანახატის, პლანშეტის თუ პრეზენტაციის სახით. მუშაობისთვის საჭირო რეკვიზიტები მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ. 

 

კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად შერჩეული ჟიური.

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები:

 

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა  4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრი მიიღებს გუნდისთვის გამოყოფილი ვაუჩერის 1/4-ს. მიღებული ვაუჩერი 4 წელზე გადანაწილდება და კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატში სწავლის საფასურს დააფინანსებს. ვაუჩერებით სარგებლობა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტში  2023-2024 აკადემიურ წელს ჩარიცხულ სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზეც დააკომპლექტონ გუნდები.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 დეკემბერი

 

კონკურსის დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 15:30 საათზე