მკლავჭიდის ჩემპიონატი CU-ის სტუდენტებისთვის

26 თებერვალი 2024

26 თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის სტუდენტებისთვის ჩატარდება ,,კავკასიის უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატი''.

 

თამაშის ფორმატი ასეთია:

 

  • ჩემპიონატი ვაჟებსა და გოგონებს შორის ინდივიდუალური ფორმატით ჩატარდება;
  • შეჯიბრი ჩატარდება სამ წონით კატეგორიაში: 60,70 და 80+ კილოგრამში;
  • ყველა მონაწილე ადგილზე აიწონება საბოლოო წონის დასაფიქსირებლად;
  • შეჯიბრი დაყოფილი იქნება ქვეკატეგორიებად: მარჯვენა და მარცხენა ხელი;
  • შეჭიდება არის ორ გამარჯვებამდე, ფრეს შემთხვევაში დამატებითი მესამე რაუნდი დაინიშნება;
  • დამატებით თამაშის წესები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

მონაწილეებმა რეგისტრაციის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

  • I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ საჩუქრები.
  • I ადგილზე გასულ სტუდენტს გადაეცემა თასი.

 

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე 22 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

 

გისურვებთ წარმატებას!