15 ივნისს, 17:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის მეექვსე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართება.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:
Opti - B2B მარკეტფლეისი, რომელიც HoReCa სექტორსა და მომწოდებლებს შორის შესყიდვების პროცესს აციფრულებს, ამცირებს შეცდომებს და ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას.
Flexi - ციფრული პლატფორმა, რომელიც სპორტდარბაზების აბონემენტებს აციფრულებს და ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას. აპლიკაცია აერთიანებს შესვლას, გადახდას და დაჯავშნას ერთ სივრცეში.
Hatch - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ონბორდინგ პლატფორმა, რომელიც ავტომატიზაციას უკეთებს თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესს, ამცირებს შეცდომებს და ზრდის გუნდის პროდუქტიულობას.
Loadmind - ამარტივებს ლოჯისტიკის კომპლექსურ პროცესებს. ქმნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს ტვირთის ოპტიმიზაციისა და რეალურ დროში მონიტორინგისთვის იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტური გადაწყვეტილებები მძიმე და გადატვირთული სისტემების გარეშე.
Kan-Guroo - ინოვაციური სტარტაპი საერთაშორისო განათლებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI-ზე დაფუძნებულ მიდგომებს იყენებს პროცესების გასამარტივებლად და პერსონალიზებული შესაძლებლობების შესაქმნელად.
Kere - მარკეტფლეისი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი სტილის ტანისამოსის შეკერვა გამოცდილ მკერავებთან, რაც ინდივიდუალური ტანსაცმლის დიზაინის შეკვეთას მარტივს, ხოლო წარმოების პროცესს მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.
StudOrga - MarTech პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა აქტუალურ ახალგაზრდულ პროგრამას, რაც მომხმარებლებს ინფორმაციული ქაოსის დაძლევაში, ხოლო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიასთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციაში ეხმარება.
SwipeSights - ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელთა პრეფერენციებზე დაყრდნობით ავტომატურად ქმნის ოპტიმიზებულ და დეტალურად გაწერილ სამოგზაურო მარშრუტებს.
AI Sakhli - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების პროცესის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. სისტემა უზრუნველყოფს პროცესის დაჩქარებას, დროის და ფინანსების მენეჯმენტს.
ჟიურის წევრები:
- კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
- ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
- ირო ცაგარეიშვილი - Axel - ის დირექტორი;
- ჯოუ ჯუეციანგი (ჯონი) - Huawei Georgia-ს სახელმწიფო და საწარმოო ბიზნესის დირექტორი.
დემო დღის ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელი სტარტაპ გუნდი Huawei-ის მიერ დაწესებული ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.
ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები და პარტნიორები რჩეულ გუნდებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.
ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ინგლისური):
- რეგისტრაცია და ნეთვორქინგი - 17:30 -18:00 სთ;
- გახსნა და მისასალმებელი სიტყვა - 18:00 - 18:30 სთ;
- Pitching - 18:30 სთ - 20:00 სთ;
- დაჯილდოების ცერემონია - 20:15 სთ - 20:30 სთ;
- ნეთვორქინგი - 20:30 სთ -დან;
ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო სივრცეში.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Huawei, TBC, აქსელი, IT Step Academy, Analog AI, Inside out, ეფესი.
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
