კონკურსი - „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

25 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტი სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად მართვას კონკურს: „კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 10-12 კლასის, საქართველოში რეგისტრირებული სკოლების მოსწავლეებს. მონაწილეებმა უნდა შექმნან 2-3 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები და კონკურსის დროს 10-15 წუთიანი პრეზენტაციის სახით წარადგინონ თავიანთი პროექტები კიბერუსაფრთხოების თემაზე.

 

პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

  • შემოთავაზებული იდეის სიახლე, დროსთან რელევანტურობა და პერსპექტივა;
  • რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს პრობლემის რეალურად შეფასებას ან რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევის მასშტაბს და მნიშვნელობას;
  • პროექტის საერთო ხარისხი, რომელიც ეხება იდეის შესაბამისობას, პროგრამული გადაწყვეტის დიზაინს და განხორციელების ხარისხს;
  • პრეზენტაციის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებს იდეის დეტალურ წარმოდგენას, არჩევანის დასაბუთებას მის რეალურ სამყაროში შესაბამისობასთან, სისტემის არქიტექტურის მკაფიო და ლაკონიურ წარმოდგენას და მის განხორციელებულ პროტოტიპს.

 

კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ასევე, ღონისძიებაზე მომხსენებლები იქნებიან:

 

  • მაქსიმ იავიჩი - კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი.
  • ვლადიმერ სვანაძე - ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI) დამფუძნებელი და თავმჯდომარე
  • ანდრო გოცირიძე - კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი
  • გიორგი ახალაია - სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი
  • ღონისძიების მოდერატორი - გიორგი იაშვილი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე.

 

კონკურსი ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში, 25 მარტს, 11:00 საათზე.

 

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე