კონკურსი მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

18 მაისი 2022
9,10 ივნისს 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართება პირველადი დახმარების კონკურსი, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს.
 
9 ივნისს, ტრენინგს - „კლინიკური უნარ-ჩვევები“, წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მზია წიკლაური.

მანიპულაციები შესრულდება სიმულატორებზე და მანეკენებზე.
 
1.სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები:
ა) პულსის დათვლის მეთოდი. პუსოქსიმეტრის ხმარების ტექნიკა.
 
ბ) სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები:
· სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ყურში
· სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პირის ღრუში
· სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიაში
 
გ) წნევის გაზომვის მეთოდი:
· წნევის გაზომვის მეთოდი იდაყვის არტერიაზე
· წნევის გაზომვის მეთოდი მუხლქვეშა ფოსოში
 
დ) სუნთქვის დათვლის მეთოდი
 
2.სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი - BLS მოზრდილებში:
· გულის ხელოვნური მასაჟის ტექნიკა
· ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა
 
3.უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა:
· უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა მოზრდილებში
· უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა ბავშვებში
 
4. ინტრავენური ინექციის ტექნიკა
 
5.პირველადი დახმარება სისხლდენების დროს:
· პირველადი დახმარება ვენური სისხლდენის დროს
· პირველადი დახმარება არტერიული სისხლდენის დროს
· ლახტის დადების ტექნიკა
 
P.S. - სასწავლო მასალები აბიტურიენტებს გადაეცემათ ჰენდაუთების სახით.
 
10 ივნისს, ჩატარდება გამოცდა - ოსკის სცენარის მიხედვით, გამოცდაში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს მე-12 კლასის 2 მოსწავლისაგან, გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი.
 
კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები:
 
I ადგილი 2000 ლარი
II ადგილი 1400 ლარი
III ადგილი 1000 ლარი
 
 
ვაუჩერის გამოყენებას შეძლებთ,დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.