20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი გეგმავს მესამე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსნებებს გააერთიანებს და შეეხება ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.
კონფერენცია თავს მოუყრის როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს. კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
კავკასიის უნივერსიტეტი თეზისების მოსამზადებლად იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ კონფერენციის ფარგლებში წარმოადგინონ პრეზენტაცია/მოხსენება. თეზისი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - გამოწვევები და პერსპექტივები“ და უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 250 სიტყვისგან.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს CV ფოტოსურათით და თეზისი, არაუგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
აუცილებელია subject line-ში მიუთითოთ: „ბავშვის უფლებათა ცენტრის მესამე საერთაშორისო კონფერენცია“.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ საბოლოო პასუხის მიღების ვადაა 2025 წლის 1 ოქტომბერი.
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი. პრეზენტაცია/მოხსენება უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
კონფერენციის საბოლოო დღის წესრიგის მონაწილეებისთვის გადაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ნოემბერი.