კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

21 თებერვალი 2024

21 თებერვალს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.  

 

მოწვეული სპიკერი იქნება ელენე კვირიკაშვილი - მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთვრებული, მოგზაური, ირლანდიური სპორტული ფაბის, "PUB 44"-ის დამფუძნებელი, ასევე აქვს სასტუმრო ჰილტონის და რიქსოსის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ელენე თავისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს, ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამების მნიშვნელობაზე, სასტუმროსა და გასტრონომიის როლზე ტურიზმის ინდუსტრიაში, მოგზაურის თვალით დანახულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე. 

 

რაც შეეხება კონკურსს, მონაწილეები სპეციალურ პროგრამაში ქვიზებს უპასუხებენ, კითხვები იქნება შემდეგი თემატიკის: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ტურიზმი. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება და ყოველი მომდევნო ეტაპი უფრო გართულდება.

 

სავალდებულოა, რომ გუნდის მინიმუმ ერთ-ერთ წევრს ჰქონდეს "სმარტფონი", რომ შეძლოს პროგრამაში მუშაობა.

 

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 3 მოსწავლისაგან. ერთი სკოლიდან დასაშვებია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. ასევე დასაშვებია, გუნდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტება.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთრეგისტრაცია ბმულზე