საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი პროგრამა

2 ივნისი 2023
2 ივნისს, 17:00 საათზე, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.
 
პროგრამის პრეზენტაციას წარუძღვება ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.
 
შეხვედრაზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც რენის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.
 
პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.
 
რენის ბიზნესის სკოლას მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.
 
პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
 
რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე