ნათან კარპენტერის მასტერკლასი „სტრატეგიული კომუნიკაცია და სოციალური ქსელები“

2 დეკემბერი 2019

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში CSM უმასპინძლებს აშშ-ს ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სკოლის პროფესორის, ტრადიციული და ციფრული მედიაპლატფორმების მიმართულების დირექტორის ნათან კარპენტერის მასტერკლასს „სტრატეგიული კომუნიკაცია და სოციალური ქსელები“.

 

მასტერკლასი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ტრენდები და ინოვაციური ციფრული პლატფორმები
  • ეთიკა და ახალი პლატფორმების პოლიტიკა
  • კარიერული რჩევები

 

პროფესორი ნათან კარპენტერი არის კომუნიკაციის სფეროს ფართო პროფილის სპეციალისტი. აკადემიური საქმიანობისა და სწავლების პარალელურად ის ჩართულია სოციალური მედიის ანალიზსა და კვლევებში. ის არის ახალი თაობის მედია პლატფორმებსა და მისი გამოყენების პოლიტიკაზე შექმნილი არაერთი აკადემიური სტატიის თანაავტორი.

 

ნათან კარპენტერის მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.

 

პროფესორი კარპენტერი კავკასიის უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოს მედია განათლების პროგრამის ფარგლებში ეწვევა.