კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევთ CUnicorn პრე-აქსელერაციის პროგრამის ოფიციალურ გახსნაზე და Batch 5-ის მონაწილე გუნდების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 3 აპრილს, 17:00 სთ -ზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას, ინოვაციური იდეების განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში შერჩეული გუნდები გამოვლინდნენ წინასწარი განაცხადების საფუძველზე. უპირატესობა მიენიჭათ ისეთ სტარტაპებს, რომლებმაც გამოავლინეს გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი.
შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ პროგრამის მიზნებს და ძირითადი აქტივობების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში მონაწილე გუნდები წარადგენენ თავიანთ იდეებს, რომელთა განვითარება და მასშტაბირება პრე-აქსელერაციის პროცესის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.