დისკუსია თემაზე:,,ჯანმრთელობის დაცვა: უფლება თუ პასუხისმგებლობა“

25 ივნისი 2024

25 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება დისკუსია თემაზე: ,,ჯანმრთელობის დაცვა: უფლება თუ პასუხისმგებლობა.“

 

დისკუსიის მსვლელობისას განხილული იქნება ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს როლი პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის საჭიროება და მნიშვნელობა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე.

 

შეხვედრას წარუძღვებიან: გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია და ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი დავით შოვნაძე.

 

საუბარი იქნება ბოლო პერიოდში გაჟღერებულ რამდენიმე ინიციატივაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ წაახალისოს ან აიძულოს მოქალაქეები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთონ, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სკრინინგ-პროგრამების ზოგადი აღწერა და სიტუაციის მიმოხილვა, სპიკერების მოხსენებების შემდგომ, აუდიტორიის წინაშე, მათივე ჩართულობით გაანალიზებული და შეჯამებული იქნება რეალურ შემთხვევებთან მიმართებაში.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.