ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

14 იანვარი 2022

 საქართველოს პრეზიდენტი აწესებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი  ლექტორი ქალისქველმოქმედის, პოეტისა და  მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისისელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის    პოპულარიზება და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისება.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა ორ ნომინაციაში

  • პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის;
  • სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის

კონკურსის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს
  •  საკონკურსო ნაშრომის წარდგენისას ამავე ნაწარმოების ქართული თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა მთარგმნელის მიერ.

კონკურსის ეტაპები

  • უნივერსიტეტში, რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომების განხილვის, მათ შორის ორივე ნომინაციის მიხედვით თითო საუკეთესოს გამოვლენისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენის მიზნით
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებიდან შემოსული თარგმანებიდან ორივე ნომინაციის მიხედვით დასაჯილდოებლად გამოავლენს თითო კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
  • საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატების დაჯილოების შესახებ.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო თარგმანების, მათი ორიგინალების (ნებისმიერი ფორმით) და საბუთების (პირადობის მოწმობის ასლი) სტუდენტური ღონისძიებების კაბინეტში (D1) წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ 2022 წლის 17 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით.
  • საკონკურსო ნამუშევრები უნივერსიტეტში შექმნილ კომისიას გადაეცემა 2022 წლის 8 თებერვალს.



ამ პროცედურების გავლის შემდგომ, ყოველ კონკურსანტს ინდივიდუალურად გაეგზავნება ინფორმაცია კონკურსის მსვლელობის შესახებ.



დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე STUDENTLIFE@CU.EDU.GE



გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს აქტიურობას!