ენების ევროპული დღე

26 სექტემბერი 2023

26 სექტემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ამ დღეს უკვე 22 წელია აღნიშნავენ ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.

 

ღონისძიების მოდერატორი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.

 

ენების ევროპული დღის არსის შესახებ ისაუბრებს  ენობრივი განათლების პოლიტიკის ეროვნული წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს უფროსი, პროფესორი მარიკა ოძელი.

 

უკრაინელი მწერალი და მთარგმნელი ნატალია ტროხიმი და მარიამ მანჯგალაძე წაიკითხავენ რამდენიმე ამონარიდს ლესია უკრაინკას გამორჩეული დრამატული პოემიდან  "კასანდრა". ნაწარმოები ქართულ ენაზე თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა.

 

მსმენელებს საშუალება ექნებათ წიგნის გამოცემამდე, პირველებმა მოისმინონ და შეაფასონ თარგმანი.

 

ღონისძიების მიმდინარეობისას, „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ საუკეთესო კალიგრაფები, სტუდენტებთან ერთად, ათამდე ენაზე დაწერენ კავკასიის უნივერსიტეტის დევიზს „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“ და იმპროვიზებული სახით წარადგენენ საზოგადოების წინაშე.

 

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იქნება და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დასმული შეკითხვები - ღირებული და მისასალმებელი.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.