29 მაისს 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, პირველადი დახმარების კონკურსი გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებს.
კონკურსს გაუძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მზია წიკლაური.
მანიპულაციები შესრულდება სიმულატორებსა და მანეკენებზე:
- სასიცოცხლო ნიშნების შეფასების მეთოდები:
ა) პულსის დათვლის მეთოდი. პუსოქსიმეტრის ხმარების ტექნიკა;
ბ) სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდები:
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი ყურში;
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი პირის ღრუში;
- სხეულის ტემპერატურის გაზომვის მეთოდი იღლიაში;
გ) წნევის გაზომვის მეთოდი:
- წნევის გაზომვის მეთოდი იდაყვის არტერიაზე;
- წნევის გაზომვის მეთოდი მუხლქვეშა ფოსოში;
დ) სუნთქვის დათვლის მეთოდი;
- სიცოცხლის ბაზისური ალგორითმი - BLS მოზრდილებში:
- გულის ხელოვნური მასაჟის ტექნიკა;
- ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ტექნიკა;
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა:
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა მოზრდილებში;
- უცხო სხეულის გადმოვარდნის ტექნიკა ბავშვებში;
- ინტრავენური ინექციის ტექნიკა;
- პირველადი დახმარება სისხლდენების დროს:
- პირველადი დახმარება ვენური სისხლდენის დროს;
- პირველადი დახმარება არტერიული სისხლდენის დროს;
- ლახტის დადების ტექნიკა;
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები კავკასიის მედიცინის სკოლისგან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.