5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება პრაქტიკული ვორკშოპი - როგორ გავიგოთ მომხმარებლის ქცევა და გავზარდოთ ონლაინ გაყიდვები.
თანამედროვე ციფრულ გარემოში კომპანიები მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავენ მომხმარებელთა ყურადღების მოსაზიდად. თუმცა, მხოლოდ ყურადღების მიპყრობა და ინტერესის აღძვრა ავტომატურად არ ნიშნავს სასურველ ბიზნესშედეგს (შეძენა, რეგისტრაცია, დაჯავშნა და ა.შ.) .
ვორკშოპის მიზანია სტუდენტებს აჩვენოს, თუ რა ხდება ინტერესის გაჩენის შემდეგ, რა ბარიერები უშლის ადამიანებს საბოლოო ქმედების განხორციელებაში და როგორ იღებენ წარმატებული ბიზნესები მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ვისთვის არის განკუთვნილი ვორკშოპი?
შეხვედრა განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდეგი მიმართულებებით:
- მარკეტინგი - მომხმარებელთა ჩართულობისა და კონვერსიის პროცესების გააზრება;
- ბიზნესის ადმინისტრირება - ციფრული გადაწყვეტების გავლენა კომერციულ შედეგებზე;
- მეწარმეობა და სტარტაპები - ბარიერების ამოცნობა, მომხმარებლის გამოცდილების (UX) ოპტიმიზაცია და პროდუქტის განვითარება.
რას ისწავლით და შეიძენთ სესიის განმავლობაში?
- მომხმარებლის გადაწყვეტილების ფაქტორებს: ნდობა, სიმარტივე, სიცხადე, აღქმული ღირებულება და ფასი;
- ბარიერების იდენტიფიცირებას: რატომ ტოვებენ დაინტერესებული მომხმარებლები პროცესს დასრულებამდე;
- მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას: როგორ აკვირდებიან და სწავლობენ ბიზნესები მომხმარებელთა რეალურ ქცევას;
- პრაქტიკულ გამოცდილებას: ჯგუფური დავალება რეალური ბიზნესსცენარების (e-commerce, ციფრული პროდუქტები) ანალიზისა და გაუმჯობესებისათვის;
- თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას: Asmos-ის პლატფორმის მაგალითზე A/B ტესტირების, სეგმენტაციისა და ექსპერიმენტების დაგეგმვის პრინციპების გაცნობა.
ვორქშოპის სპიკერი:
საბა არუდაშვილი - Klics-ის და Asmos - ის თანადამფუძნებელი და CEO, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებული და მენტორი.
დამატებითი შესაძლებლობა მონაწილეებისთვის:
სტუდენტურ გუნდებსა და მონაწილეებს, რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ ელექტრონული კომერციის / სტარტაპ პროექტებს, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ Asmos-ის უფასო წვდომა და დამფუძნებლებთან საწყისი Q&A/setup სესია.
ვორკშოპი ჩატარდება კავკასიის უნივერსისტეში, A5 აუდიტორიაში.
ვორკშოპზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
