6 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართება, რომელიც ორ ეტაპად წარიმართება.
31 მარტი, 13:00 საათზე განსახილველი საკითხები:
- პროცესის სტრუქტურა;
- პროკურორის. ადვოკატისა და მოწმის როლები;
- დაკითხვის ტექნიკა;
- შუამდგომლობის დაყენების ტექნიკა;
- პროცესზე გამოსვლის სპეციფიკა.
- პრაქტიკოს იურისტებთან კონსულტაცია;
- მენტორებთან და გუნდთან ერთად როლების განაწილება და საქმის მასალებზე მუშაობა;
6 აპრილი, 10:00 საათი:
დასკვნითი ეტაპი - იმიტირებული პროცესი კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში.
მონაწილეებს ექნებათ საშუალება, იმუშაონ ,,მანანა პაპავას’’ (მაგდა პაპიძის საქმის მოდიფიცირებული ვერსია) საქმეზე.
პროექტს გაუძღვებიან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები: ლიზა მათიკაშვილი, მედეა ლომიტაშვილი, გიორგი ღურჭუმელია.
მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.