17 ივნისს, 17:00 საათზე, "ჭავჭავაძის ცენტრში", გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ და "ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის" ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე ენობრივი პოლიტიკა და პოლიტიკური დისკურსი (საქართველოს მაგალითი).
ლექციას წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ მანჯგალაძე.
მისამართი: თბილისი, გიორგი ახვლედიანის 20.
ლექციაზე განხილული იქნება ენობრივი პოლიტიკა საქართველოში:
- ისტორიული კონტექსტის მოკლე მიმოხილვა (მეოცე საუკუნემდე პერიოდი);
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ენობრივი პოლიტიკა;
- საბჭოთა პერიოდი;
- პოსტსაბჭოთა პერიოდი;
- ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ;
- სახელმწიფო ენის განვითარების სტრატეგია;
- კანონის აღსრულების მექანიზმის სუსტი მხარეები;
- სახელმწიფო ენის ცოდნის /არცოდნის პრობლემური საკითხები.
პოლიტიკური დისკურსი თანამედროვე საქართველოში - პოლიტიკოსთა ენა საჯარო სივრცეში.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.