ლექციები მაგისტრატურის აპლიკანტებისთვის

24 ოქტომბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი მაგისტრატურის აპლიკანტებს ლექციებზე დასწრების საშუალებას აძლევს.

 

დარეგისტრირდით ბმულზე და დაესწარით სასურველ ლექციას.

 

ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა MBA

ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა MSc

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი)

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები

საჯარო მმართველობა

კლინიკური ფსიქოლოგია

ჯანდაცვის მენეჯმენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

* ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დაგიკავშირდებით რეგისტრაციის დროის მიხედვით.

** გაითვალისწინეთ, რომ ერთ კონკრეტულ საგანზე დასწრება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას, მოიპოვოთ CU გრანტი, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

სამაგისტრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.