ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

8 ივნისი 2023

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, პროფესორ გურანდა ჭელიძის მოწვევით, 8 ივნისს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, გაიმართება მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან.

 

შეხვედრაზე ICOM საქართველოს თავმჯდომარე ლანა ქარაია და საბჭოს წევრები - მანანა თევზაძე, ნინი სანადირაძე, ანა შანშიაშვილი, ნინო ხუნდაძე, მაკა კვარაცხელია, მარიამ ჩხაიძე - სტუდენტებს გააცნობენ ICOM საქართველოს საქმიანობას და განიხილავენ სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის მიმდინარე გამოწვევებს შემდეგი მიმართულებით: მუზეუმების სოციალური როლი; მუზეუმების მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისის დროს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართება - სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის თემებზე.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია, გაიაროთ ბმულზე.