CSB-ის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ფრედ კასირიე კატონგოლეს სადოქტორო ნაშრომის დაცვა

8 ივლისი 2024

8 ივლისს, 11:00 საათზე, აუდიტორია C9-ში, გაიმართება ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ფრედ კასირიე კატონგოლეს სადისერტაციო ნაშრომის - "Industry and University relations: An analysis of the interests, perceptions, and approaches of Companies in Georgia" (სამეცნიერო ხელმძღვანელი- ეკატერინე ნაცვლიშვილი პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნათია ზედგინიძე, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი.