საჯარო ლექცია - საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები

9 დეკემბერი 2022

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში დაგეგმილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის საჯარო ლექცია თემაზე -   საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების რეგისტრაცია და მიმდინარე რეფორმები, ასევე რეგისტრაციის და სასამართლო წარმოების საკითხებთან დაკავშირებული თავისებურებები. 

 

მომხსენებელი: ვახტანგ ბოხაშვილი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის მე-3 სართულზე , სასამართლო დარბაზში.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე.