11 ივნისს, 16 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდება ტურიზმის სკოლის პროფესორის, თემურ ხუციშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „მეცნიერულად დადასტურებული და დაუდასტურებელი ტექსტების ურთიერთმიმართება გიდის ტექსტში - სოლოლაკის ტურის მაგალითზე“.
ტურიზმის სფეროში მუდამ აქტუალური იყო თემა: რამდენად დოკუმენტურად და სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობილი უნდა ყოფილიყო ექსკურსიის ჩატარებისას გიდის ნარატიული ტექსტი; როგორი უნდა ყოფილიყო ლიტერატურული თუ „მოარული“ ტექსტების წილი ტურის წაყვანისას. როგორ უნდა იყოს მიწოდებული პოლიტიკურად ან კონცეპტუალურად ამბივალენტური თემები.
ეს საკითხი განსაკუთრებულად საინტერესოდ ინტერპრეტირდება სოლოლაკის ტურის ჩატარებისას. თემურ ხუციშვილი გაუძღვება სოლოლაკის ვირტუალურ ტურს დასმული პრობლემების კონტექსტის გათვალისწინებით.
ლექციაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.