5 მაისს, 13:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - ,, აღმოაჩინე, გამოიკვლიე, იმოქმედე: კვლევის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში”.
ლექციას წარუძღვებიან:
- ანი ლორთქიფანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. WAPOR-ის ეროვნული წარმომადგენელი საქართველოდან. Gallup International Association-ის ვიცე პრეზიდენტი.“ ტრი მედია ინტელიჯენსის“ კვლევის დირექტორი;
- მზია სილაგაძე- „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორი;
- რატი შუბლაძე- სოციოლოგიის დოქტორი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ერეკლე ანთაძე- თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. „გორბის“ უფროსი პროექტების მენეჯერი;
- ნატა ნაკაიძე- ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ექიმი-მკვლევარი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გენეტიკის და მოლეკულური ბიოლოგიის მოწვეული ლექტორი. პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი.
შეხვედრაზე განიხილება კვლევის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში — მედიცინიდან მარკეტინგამდე, სოციოლოგიიდან სხვა დისციპლინებამდე.
ასევე მოვისმენთ პროფესიონალების გამოცდილებებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც მოგვიყვებიან როგორ ცვლის კვლევა არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც. ასევე გაგაცნობთ ორგანიზაცია WAPOR-ს (World Association for Public Opinion Research) და მის პარტნიორობას კავკასიის უნივერსიტეტთან.
და დიახ - CU-ის სტუდენტებისთვის პატარა სიურპრიზიც გვექნება! არ გამოტოვოთ!
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.