28 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C1 აუდიტორიაში, კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება ვორკშოპი თემაზე: სოციალური ინჟინერიის შეტევები, ტექნიკები და პრევენციის მეთოდები.
ვორკშოპს ჩაატარებს დოქტორი აბდულა ალჰაიაჯნე, რომელიც კიბერუსაფრთხოების ასისტენტ-პროფესორი და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პროფესიული უსაფრთხოების კვლევების დეპარტამენტის თანათავმჯდომარეა.
სოციალური ინჟინერია ქოლგა ტერმინია, რომელიც მოიცავს კიბერკრიმინალების თავდასხმებისთვის გამოყენებულ მეთოდებს, რომელიც დიდწილად ეყრდნობა ადამიანთა შორის განხორციელებულ ურთიერთქმედებებს და მათ სპეციფიკას. კიბერკრიმინალები თავდასხმისას ხშირად მანიპულირებენ მსხვერპლით, უბიძგებენ მათ უსაფრთხოების მეთოდების დარღვევის და კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელისკენ, რომლებსაც შემდეგ თაღლითური მიზნებისთვის იყენებენ.
ვორკშოპზე განხილული იქნება სოციალური ინჟინერიის შეტევები, სოციალური ინჟინერიის ტიპები, ტექნიკა და მათი პრევენციის მეთოდები.
დოქტორი აბდულა ალჰაიაჯნეს კვლევა ფოკუსირებულია IoT კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე, უსადენო უსაფრთხოებაზე, ქსელის უსაფრთხოებაზე, WBAN უსაფრთხოებასა და ბიომეტრიულ ავთენტიფიკაციაზე.
დოქტორ ალჰაიაჯნეს ნაშრომები კიბერუსაფრთხოებისა და ქლაუდ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ გამოქვეყნებულია რამდენიმე რეცენზირებად ჟურნალში და წარდგენილია რამდენიმე IEEE კონფერენციაზე. დოქტორ ალჰაიაჯნეს კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში აქვს ჩვიდმეტ წელზე მეტი ხნის მოღვაწეობის გამოცდილება - იგი საქმიანობს როგორც მეცნიერებაში, ასევე ინდუსტრიაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რამდენიმეწლიანი საქმიანობის შემდეგ, იგი გახდა მონაცემთა ანგარიშგებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ზედამხედველი სამხრეთ აზიაში; ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აზიაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელობს IT მისიებს.
ღონისძიება წარიმართება ინგლისურ ენაზე.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.