პანელური დისკუსია თემაზე - „ტექნოლოგიური სტარტაპის გზა საქართველოში“

29 მაისი 2023

29 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ტექნოლოგიური სტარტაპის გზა საქართველოში“.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

 

შეხვედრის მოდერატორი იქნება ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.

 

მოწვეული პანელისტები იქნებიან:

 

  • ანა ავეჩბა - ტალანტების ციფრული სივრცე Skilltape-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
  • გიორგი რობაქიძე - ავტონაწილების ციფრული აპლიკაცია Viaro-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.