საინფორმაციო შეხვედრა - როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან

31 მაისი 2023

31 მაისს, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ახმეტისა და თელავის ტექნოპარკებში, თემაზე-როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან.

  • ახმეტის ტექნოპარკი - 14:00 საათი
  • თელავის ტექნოპარკი-17:00 საათი

 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება ოთხი ძირითად საკითხი:

 

  1. იდეა
  2. პროდუქტი
  3. გუნდი
  4. შესრულება

 

სპიკერები იქნებიან: გიორგი ბურდული - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და ირაკლი სვანიძე - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტის ფარგლებში.