მდგრადი ტურიზმის და მომსახურების დიზაინის საფუძვლები (Sustainable Tourism and Service Design Fundamentals).
პროექტი: ENRICHER-HUBS Erasmus+
ორგანიზატორი: კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა და მწვანე ტურიზმის ჰაბი.
სამიზნე აუდიტორია: ტურიზმისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტები.
- თარიღები: 17 მარტი, 20 მარტი, 24 მარტი
- დაწყების დრო: 15:00 საათი
- ხანგრძლივობა: 9 საათი (3 დღე × 3 საათი)
ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბი (აუდიტორია A5).
ფორმატი: ინტერაქტიული ჩართულობა, გუნდური მუშაობა, პრაქტიკული სავარჯიშოები და პრეზენტაციები.
რეგისტრაციის ლინკი.
ვორქშოფის მიზანი: 3-დღიანი ინტენსიური პროგრამის მიზანია სტუდენტების კომპეტენციების განვითარება, რათა მათ შეძლონ:
- მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტურისტული მომსახურებების დაგეგმვა;
- ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- რეალური ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტურისტული პროდუქტების და მომსახურებების დიზაინი.
თემის აქტუალობა
თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია სულ უფრო მეტად ეფუძნება მდგრადობას, ინოვაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს. დანიშნულების ადგილებისა და ტურისტული ბიზნესების წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პასუხისმგებლობასთან.
სამუშაო შეხვედრა აერთიანებს მდგრადი ტურიზმის პრინციპებსა და მომსახურების დიზაინის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს თეორია პრაქტიკაში გარდაქმნან.
რა ისწავლით?
სამუშაო შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს:
- მდგრადი ტურიზმის პრინციპებისა და მისი მნიშვნელობის გააზრება დანიშნულების ადგილების განვითარებაში;
- მომსახურების დიზაინის თანამედროვე მიდგომების გამოყენება ტურიზმის სექტორში;
- მომხმარებელზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტების შექმნა;
- მდგრადი ტურისტული მომსახურებების პროტოტიპირება.
