ვებინარი კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ

19 თებერვალი 2024

19 თებერვალს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია ჩაატარებს ვებინარს თემაზე: „კვლევის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება“.

 

ვებინარი დაეთმობა სტუდენტებისა და ლექტორებისათვის საინტერესო შემდეგ საკითხებს: რა არის კვლევის ეთიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ის; ახალი საერთაშორისო პროექტი კვლევის ეთიკის შესახებ, რომლის მონაწილეცაა კავკასიის უნივერსიტეტი. ასევე პროექტის დაგეგმილი აქტივობები და შედეგები.

 

ღონისძიება განხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია, გთხოვთ, გაიაროთ ბმულზე

 

ვებინარის ბმული