მწერლის დღე: ოთარ ჭილაძის შემოქმედება

8 აპრილი 2024

8 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შედგება ღონისძიება: მწერლის დღე - ოთარ ჭილაძის შემოქმედება, რომელსაც წარუძღვება ფილოლოგიის დოქტორი ადა ნემსაძე.

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება ოთარ ჭილაძის პროზის ძირითადი კონცეპტები; ავტორისეული მხატვრული სისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადარჩენაა. მოწვეული მკვლევარი გადარჩენის, ადამიანის უმთავრესი მისიისა და ამქვეყნიური მოვალეობის შესახებ მწერლის შეხედულებებს გააანალიზებს სხვადასხვა რომანის მიხედვით  და გამოკვეთს, თუ რა საერთო მაგისტრალურ ხაზს მიჰყვება ავტორი. ყურადღება გამახვილდება ასევე პიროვნული (ფსიქოსოციალური), ეროვნული, სოციალური იდენტობის პრობლემებზე, მათი დადგენის მნიშვნელობაზე - ზოგადად, პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველზე.

 

მწერლის დღე კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ (ავტორი- პროფესორი მარიამ მანჯგალაძე) - ფარგლებში იმართება, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართველურ ენათა და დიალექტთა შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.