ზვიად გაბისონიას ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 ნოემბერი 2019
6 დეკემბერს, 09:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან - ზვიად გაბისონიასთან.
 
შეხვედრის თემაა „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“.
 
შეხვედრა შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობის, ფართო შესაძლებლობებისა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებისთვის ახალი სერვისების ხელმისაწვდომობის გაცნობას.