13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - ფარგლებში, პარტნიორ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი გულისხმობს საქართველოში ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულების მიერ მოქმედი მზარეულებისთვის ტრენინგების ჩატარებას, რომელიც 11-დან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
სიახლეები
ივლ
ERASMUS+ - ინსტიტუციური განვითარების პროექტების - RURD-ის და SQUARE-ის ერთობლივი შეხვედრა ზუგდიდში
16 ივნისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტების - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional Development - RURD) და „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (Strengthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities – SQUARE) ერთობლივ შეხვედრას უმასპინძლა.
ივლ
პროექტ HERD-ის შემაჯამებელი კონფერენცია ბათუმში
24-25 ივნისს, ბათუმში, ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა - Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units (HERD)" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ივნ
ევროკავშირის Erasmus+ SQUARE პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სასწავლო ტური ქ. ტურკუში, ფინეთი
6-8 ივნისს, ევროკავშირის ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის, „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (Strengthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities - SQUARE)“ ფარგლებში, ტურკუს უნივერსიტეტმა სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.
ივნ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - RURD-ის შემაჯამებელი კონფერენცია და RURD-ისა და SQUARE-ის ერთობლივი შეხვედრა ზუგდიდში
15-17 ივნისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტმა, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -
,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional
Development - RURD) პარტნიორი უნივერსიტეტების შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის წევრებმა განიხილეს შესრულებული და მიმდინარე
აქტივობები.
ივნ
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ტრენინგი
13-14 ივნისს, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional Development - RURD) ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის მესამე მისიის LLL ტრენინგ კურსები ჩატარდა.
ივნ
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ტრენინგი პროექტ RURD-ის ფარგლებში
1 ივნისს, ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)“ - ფარგლებში რიგით მეორე ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა.
მაი
ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეული - ფილმის ჩვენება
16 მაისს, A8 აუდიტორიაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, ამერიკელი რეჟისორის მაია ფორბსის ფილმის - "უსასრულოდ პოლარული დათვი" - ჩვენება მოეწყო, რომელიც ეხებოდა მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის მქონე კაცის ცხოვრებას.
მაი
ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია
16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა.
მაი
საჯარო ლექცია - „ომი და მისი გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკაზე“
19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ომი და მისი გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკაზე“.