სიახლეები

14
მაი
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა თელავში

ევროკომისიის მიერ, დაფინანსებული პროექტის, RURD-ის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-4 მაისს კონსორციუმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე და ძირითად შედეგებზე, ფინანსურ და ადმინისტრაციულ, ადგილობრივ ხელისუფლებსა და უნივერსიტეტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე

10
მაი
HERD-ის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

2022 წლის 2-6 მაისს Erasmus + -ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD“ პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია.

06
მაი
ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS), პროექტის გახსნა

5 მაისს,  კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტის - ჟან მონეს წამყვანი ცენტრი ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) - გახსნის ღონისძიება.

27
აპრ
ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის - "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" - სასწავლო ტური პარიზში

20-22 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ფარგლებში, პარიზის ხელოვნების ეროვნულმა კონსერვატორიამ სასწავლო ტურს უმასპინძლა

16
აპრ
Erasmus+-ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ორდღიანი ონლაინ ტრენინგი

11 და  15 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის ფარგლებში გაიმართა საუნივერსიტეტო მესამე მისიის მორიგი ორდღიანი ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტმა. ტრენინგს უძღვებოდნენ საფრანგეთის  ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის წარმომადგენლები.   

 

09
აპრ
კავკასიის უნივერსიტეტი ერაზმუს+ სასტარტო კონფერენციაზე

კონფერენციაზე შეკრებილ 300-მდე მონაწილეს  ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) სექტორის უფროსმა, ბატონმა ფრანსისკო აგუადო სანჩესმა სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა 2021 წლის კონკურსის მნიშვნელობას, რადგან დაიწყო ერაზმუსის ახალი, 2021-2027 ჩარჩო პერიოდი.

06
აპრ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელაში

2022 წლის 29-31 მარტს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (Role of Universities in the Regional Development - RURD) - მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის შეხვედრას უმასპინძლა.

 

24
მარ
ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა კაუნასში

14-16 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) - შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა),  უმასპინძლა. 

09
მარ
ერაზმუს+ ის პროექტის - SQUARE კონსორციუმის შეხვედრა

2-3 მარტს  ერაზმუს+ ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მესამე მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“  - Strengthenining the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities“ (SQUARE)“ ფარგლებში  პროექტის კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ონლაინ ფორმატში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

13
იან
დასკვნითი შეხვედრა EFMD-ის მენტორებთან

12 იანვარს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისბის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა  კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრ მაცაცო ტეფნაძესა და EFMD -ის მენტორებს შორის.