პროექტი „გურჯაანის აკადემია - რეგიონული გასტრონომიული ჰაბი”- დაიწყო

19 ივნისი 2024

პროექტი „გურჯაანის აკადემია - რეგიონული გასტრონომიული ჰაბი”- გურჯაანის გასტრონომიული აკადემიის და USAID-ის პროექტის ფარგლებში, 16-29 ივნისს კონდიტერის, მცხობელის და F&B მართვის მიმართულებით 9 ტრენერი, 2 კვირიან Training of Trainer-ის ტრენინგ კურსს გაივლის  ბასკეთის კულინარიის ცენტრში, ესპანეთში.

 

17 ივნისს გაიმართა პირველი ვიზიტი ბასკეთის კულინარიის ცენტრში. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებშიც ბასკეთის კულინარიის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა ტრენერებს გააცნო ბასკეთის კულინარიის ცენტრის ისტორია, მოქმედი სასწავლო პროგრამები და მიღწევები. ასევე, ტრენერები გაეცნენ ტრენინგების ორ კვირიან სამოქმედო გეგმას. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.