კავკასიის უნივერსიტეტის მე-10 წლიური საერთაშორისო კონფერენცია

7 ნოემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აბსტრაქტების მიღებას მე-10 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციისთვის "ციფრული სამყაროს ევოლუცია და მდგრადი განვითარების მიზნები: ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის".

 

კონფერენცია შეეხება ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებას შორის კავშირის განხილვას.

 

მსოფლიოში ტექნოლოგიების გამოყენება და ინოვაციური გზების დანერგვა სხვადასხვა სფეროსა და პროფესიაში მზარდ ტენდენციას წარმოადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მეცნიერული მსჯელობისა და დიალოგის წახალისება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ინოვაციების გამოყენება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ინდუსტრიებისა და პროფესიების ტრანსფორმაციის ფონზე.

 

კონფერენციისთვის წარსადგენი აბსტრაქტების თემატიკა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საკითხებით: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ინკლუზიური ციფრული წვდომა, მდგრადი წარმოება, ჭკვიანი ინფრასტრუქტურა, მწვანე ეკონომიკა, ციფრული პოლიტიკა, ცირკულარული ეკონომიკის ტექნოლოგიები და სექტორთაშორისი მიდგომები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

 

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 15 მაისი, 2025.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.

 

კითხვების შემთხვევაში: research@cu.edu.ge.

 

შემოუერთდით წამყვან გლობალურ ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს ისტორიულ ქალაქ თბილისში, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი მდგრადი ციფრული მომავლის შექმნაში.