კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2020-2021 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისათვის

31 ივლისი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2020-2021 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისათვის. პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; 

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2020 წლის 26 აგვისტო.


მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 26 აგვისტო- 2 სექტემბერი;

 

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული    კრედიტების    გაცნობა    და    წერილობითი განცხადებით დადასტურება –   3-9 სექტემბერი;

 

მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 15 სექტემბერი.

 

საჭირო საბუთებია:  

 

  1. განცხადება;
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  9. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა:info@emis.ge