Erasmus+ გაცვლითი პროგრამები, 2025 გაზაფხულის სემესტრი

4 ნოემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

 

2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

 

  1. სოფიას ტექნიკური უნივერსიტეტი, ბულგარეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების

ინფორმაცია

 

ბაკალავრიატი

მაგისტრატურა

 

 

1 სემესტრი

Electronics and Computer Engineering

Master of Information Technology Management

 

 

ინგლისური

Electronics and Computer Engineering

 

Master of Information Technology Management

 

 

  1. ლუდვიგშაფენის უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების

ინფორმაცია

 

ბაკალავრიატი

 

1 სემესტრი

 

Business Administration

Healthcare Management

 

ინგლისური

https://www.hwg-lu.de/international/exchange-students-from-partner-institutions/before-mobility/business-courses-in-english-bachelor

 

 

 

  1. სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

საგნების

ინფორმაცია

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration

Economics

MBA

MSc

ინგლისური

Business Administration/ Economics

 

MBA/ MSc

 

 

*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენის ლექტორის მიერ გაცემული)

 

 

Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი:

 

  • საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში (გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის);
  • მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.

 

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2024 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე-  ir@cu.edu.ge.