CILEC - საზაფხულო სკოლა 2025

23 ივნისი 2025

გაცნობებთ, რომ ენისა და ცივილიზაციის საერთაშორისო ცენტრი CILEC (International Center for Language and Civilisation, France) აცხადებს აპლიკაციების მიღებას მოკლევადიან საზაფხულო პროგრამაში  მონაწილეობის მისაღებად (23 ივნისი - 18 ივლისი, 2025).

 

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ფრანგული ენის კურსი და მიიღონ მეტი ინფორმაცია ფრანგული კულტურის შესახებ.

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს და არა მხოლოდ: 

 

  • ფრანგული ენის ინტენსიური კურსი - კვირაში 18  საათი;
  • ყოველკვირეული პროექტი - 2 საათი;
  • სოციო-კულტურული აქტივობები - ექსკურსიები, კულტურული საღამოები, შეჯიბრებები;

 

კურსზე დასწრება შესაძლებელია 2 ან 4 კვირის მანძილზე შემდეგ თარიღებში:

 

  • 23 ივნისი - 5 ივლისი, 2025; 
  • 7-18 ივლისი, 2025.

 

ინდივიდუალური მონაწილეებისთვის 2 კვირიანი კურსის ღირებულება შეადგენს 400 ევროს, ხოლო 4 კვირიანი კურსის საფასური არის 680 ევრო. ღირებულებაში არ მოიცავს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს. 

 

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის შემდეგ გაეგზავნებათ ფრანგული ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომლის შედეგების მიხედვითაც გადანაწილდებიან შესაბამის ჯგუფებში.

 

ლოკაცია: სენტ-ეტიენი, საფრანგეთი.

 

კურსზე დასწრების შემდეგ გაიცემა ფრანგული ენის სერტიფიკატი.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, ეწვიეთ მოცემულ ბმულს.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 11  მაისი, 2025.

 

გისურვებთ წარმატებებს!