მობილობა 2022-2023 შემოდგომის სემესტრისთვის

9 სექტემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2022-2023 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე. და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge.

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია  2022 წლის 22 აგვისტოდან - 2022 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 9 სექტემბერი. 

 

მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხილეთ კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ან იხილეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 9-14 სექტემბერი; უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული    კრედიტების    გაცნობა    და    წერილობითი განცხადებით დადასტურება –   14-16 სექტემბერი მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 17 სექტემბერი.

 

საჭირო საბუთებია:  

  1. განცხადება;
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;