![]() |
|
ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში
2016 წლის, 14 აპრილს, პროექტი - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები კავკასიის უნივერსიტეტში.
ტრადიციულად, წელსაც აღნიშნავს კავკასიის უნიკვერსიტეტი ქართული ენის დღეს და პროექტის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
- კალიგრაფიის ხელოვნება - მოგზაურობა წარსულიდან მომავალში“ მასტერკლასი
- მართლწერის ვიქტორინა - ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით!
- დისკუსია - ენა და დიალექტი; ფერეიდნული დიალექტის მარგალიტები
- შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი)