გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური

18 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტური მოიცავს ორ ეტაპს:

 

  • ნაშრომების ელექტრონულად წარდგენა;
  • გასაუბრება.

 

აბიტურიენტებმა უნდა მოამზადონ თემის - „ნაწარმოების გავლენა ადამიანზე“(კინოფილმი, ლიტერატურული ნაწარმოები, ანიმაცია) - ვიზუალიზაცია ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექნიკით (ხელით შესრულებული (ნახატი, ჩანახატი, სკეჩი) ან კომპიუტერული პროგრამით).

 

გასაუბრებაზე აბიტურიენტი მოახდენს მის მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას, იმსჯელებს ამ ნამუშევრის გარშემო ( დგინდება ნამუშევრის ავთენტურობა). კომისიის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებით დავალების ადგილზე შესრლება ( ადგილზე არსებული რესურსით).

 

აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და გამოაგზავნოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრის ფოტო ან ელ. ვერსია შემდეგ მისამართზე: 

 

გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილება/ არ შეფასდება.

 

  • ნამუშევრების მიღების თარიღები: 15 მაისი - 30 მაისი;
  • გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად;
  • შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
  • რეგისტრაცია შესაძლებელია: 15 მაისამდე.

 

წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებია:

 

  • კრეატიულობა
  • კონცეფცია
  • დავალების თემასთან შესაბამისობა
  • დავალების მხატვრულ-ესთეტური გადაწყვეტა
  • პრეზენტაციის უნარი
  • მოტივაცია

 

საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში პლაგიატის ან ნამუშევრის სხვისი დახმარებით შესრულების ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში აბიტურიენტი ფასდება 0 ქულით.

 

აბიტურიენტების საბოლოო შეფასება ხდება კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით.

 

შემოქმედებითი კონკურსი წარმატებით გავლილად ითვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე - (33 ქულა) მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში.