კავკასიის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტური მოიცავს სამ ეტაპს:
- რეგისტრაცია
- ნაშრომების ელექტრონულად წარდგენა
- გასაუბრება
აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და გამოაგზავნოს დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრის ფოტო ან ელ. ვერსია შემდეგ მისამართზე: CSA@cu.edu.ge
აბიტურიენტებმა უნდა მოამზადონ ნამუშევარი თემაზე - „ხელოვნება როგორც კომუნიკაციის საშუალება“.
ხელოვნება ყოველთვის იყო ენა, რომელიც სიტყვებს აღემატება. დავალების შესასრულებლად თქვენ გაქვთ თავისუფლება იდეის გადმოსაცემად და სააზროვნოდ: როგორ შეგიძლიათ თქვენი ხედვა, განცდა ან იდეა გადაიტანოთ ვიზუალში ისე, რომ თვითონ ნამუშევარი გახდეს ძლიერი კომუნიკაციის საშუალება?
გამოიყენეთ ნებისმიერი ვიზუალური ფორმატი – ნახატი, ჩანახატი, პოსტერი, ილუსტრაცია, ანიმაცია ან ციფრული დიზაინი – და შექმენით ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ აჩვენებს თქვენს შემოქმედებით უნარს არამედ კომუნიკაციის წყაროც იქნება. დაიმახსოვრეთ: ხელოვნება არის ენა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს, გააღვიძოს და დაუკავშიროს ადამიანები. თქვენი ნამუშევარი შეიძლება იყოს სწორედ ეს ხმა და გზავნილი.
გასაუბრებაზე აბიტურიენტი მოახდენს მის მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას, იმსჯელებს ამ ნამუშევრის გარშემო ( დგინდება ნამუშევრის ავთენტურობა). კომისიის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებით დავალების ადგილზე შესრლება ( ადგილზე არსებული რესურსით).
გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილება/არ შეფასდება.
- რეგისტრაცია შესაძლებელია: 15 მაისამდე.
- ნამუშევრების მიღების თარიღები: 15 მაისი - 30 მაისი;
- გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად;
შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით;
შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.
წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებია:
- კრეატიულობა
- კონცეფცია
- დავალების თემასთან შესაბამისობა
- დავალების მხატვრულ-ესთეტური გადაწყვეტა
- პრეზენტაციის უნარი
- მოტივაცია
საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში პლაგიატის ან ნამუშევრის სხვისი დახმარებით შესრულების ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში აბიტურიენტი ფასდება 0 ქულით.
აბიტურიენტების საბოლოო შეფასება ხდება კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით.
შმოქმედებითი კონკურსი წარმატებით გავლილად ითვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე - (33 ქულა) მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში.
