ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) რეგისტრაცია დაიწყო

18 მარტი 2026

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) 2026 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

 

  • 13.11.2026 - მხოლოდ A2 დონე.
  • 14.11.2026 - დანარჩენი დონეები: A1, B1, B2

 

გამოცდაზე გასვლის მსურველმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

 

შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას აპლიკანტმა თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:   

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 

აღნიშნული დოკუმენტები აპლიკანტმა უნდა გადააგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: amkhitariani@cu.edu.ge;  

 

გამოცდის საფასურის გადახდის დეტალები:

 

მიმღები: შპს კავკასიის უნივერსიტეტი

ანგარიშის ნომერი: GE71TB7047536020100098 

დანიშნულება: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

 

გამოცდის დონის შესაბამისი საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!