2021 წლის 15-16 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს მეშვიდე წლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია გააერთიანოს ნაშრომები, რომლებიც შეეხება თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ გამოწვევებს, კონფერენციის ფარგლებში იგეგმება 20-მდე გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერის მონაწილეობა. ვინაიდან კონფერენციის თემატიკა ინტერდისციპლინურია და მოწოდებულია შეაფასოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ქვეყნის სტატუსსა და კონკურენტუნარიანობაზე რეგიონულ და საერთაშორისო სისტემაში, ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს საკონფერენციო ნაშრომებს, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოადგენენ შემთხვევის შესწავლას (Case Study) ან / და შედარებით კვლევას (Comparative Research) და მოიცავენ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ (მეორადი წყაროების კვლევა - ე. წ. Desk Research), ემპირიულ (პირველწყაროების - თვისებრივი / რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი), მეთოდოლოგიურ (სარეკომენდაციო - ე. წ. Advocacy Research Paper) საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ სააპლიკაციო ფორმის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: research@cu.edu.ge.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.