გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანტურ ადგილებს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის.
შესაბამისი პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე, რიგგარეშე მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი მისაღები ადგილებისა და გამოცხადებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ, რიგგარეშე მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მოგვმართონ და წარმოგვიდგინონ პირადი საქმის ასლები.
განცხადების წარდგენის ვადაა - 2023 წლის 24 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი.
საჭირო საბუთებია:
- განცხადება;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;