კავკასიის უნივერსიტეტი გიწვევთ კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სასერტიფიკატო ინტენსიურ კურსზე.
კურსი დაიწყება 28 თებერვალს და დასრულდება 18 მარტს.
კურსი მოიცავს 6 ონლაინშეხვედრას ზუმ პლატფორმის მეშვეობით. ონლაინ შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 18:00 საათზე.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.
თუ თქვენ ხართ დოქტორანტი, მკვლევარი ან კვლევითი სფეროს წარმომადგენელი, ეს კურსი დაგეხმარებათ:
- ეთიკური პრინციპების ღრმად გააზრებაში, რაც უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი კვლევის ჩატარების პროცესში;
- საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებაში, რათა წარმართოთ თქვენი კვლევა თანამედროვე ეთიკური სტანდარტების შესაბამისად;
- კვლევის ხარისხის სანდოობის გაძლიერებაში, რათა თავიდან აიცილოთ პლაგიატი, მონაცემების მანიპულირება და სხვა პრობლემები;
- გრანტების მოპოვების შანსის გაზრდაში, ვინაიდან დამფინანსებელი ორგანიზაციები დიდ ყურადღებას აქცევენ ეთიკური სტანდარტების დაცვას.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხი;
- ჩარჩო დოკუმენტები და რეგულაციები კვლევის ეთიკის თაობაზე;
- კვლევის ეთიკურად ჩატარების პროცედურები;
- სამეცნიერო გამოცემების ეთიკა;
- კვლევის არაკეთილსინდისიერად წარმართვის რისკების პრევენცია.
კურსს წაიკითხავს: თამარ ჩოკორაია, აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, აკადემიური წერის ლექტორი.
კურსის ბმული მუდლში (შეგიძლიათ დაათვალიეროთ guest ფუნქციით, მუდლში რეგისტრაციის გარეშე).
სასერტიფიკატო კურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ, პროექტის ფარგლებში - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.