საჯარო ლექცია - საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე

28 ოქტომბერი 2025

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - “საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე”.

 

ლექციას წაიკითხავს სულხან სალაძე, მაპპა კარტოგრაფიკას თანადამფუძნბელი და დირექტორი.

 

ლექციაზე განხილული იქნება: 

 

  • რამდენი წლის არის ევროპული კარტოგრაფია და როდიდან გვხდება საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშნევები რუკებზე;
  • ევროპა ვართ, აზია, თუ კავკასია?
  • საქართველოს გამოსახვის თავისებურება ანტიკური თემატიკის რუკებზე - კოლხეთი და იბერია;
  • მაპპა მუნდის რუკები და ოქროს საწმისი;
  • პორტოლანები და საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა;
  • GEORGIA-ს „დაბადების მოწმობა“;
  • სულხან საბა და ვახუშტი ბატონოშვილი - ქართველების მონაწილეობა ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში;
  • GEORGIA-დან კავკასიამდე.

 

ლექციის ხანგრიძლივობა - 60-70 წუთი.

 

ლექციაზე დასწრებისთვის შევსეთ სარეგისტრაციო ბმული

 

ბიოგრაფია:

 

სულხან სალაძე - მაპპა კარტოგრაფიკას თანადამფუძნბელი და დირექტორი 2024 წლიდან. კვლევის სფერო უკავშირდება ძველ ევროპულ რუკებზე საქართველოს გამოსახვის თავისებურებას, ანტიკური პერიოდიდან XX საუკუნის ჩათვლით.

2018-2020 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

2019 წელს სულხან სალაძის წიგნი, "უცნობი ძველი აჭარა" პრემია საბას გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური პროზა.