9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი, მართავს შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბატონ ენტონი ბრუმველთან. შეხვედრა ჩატარდება საკონფერენციო დარბაზში.
ენტონი ბრუმველი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გუნდს შეუერთდა 2024 წლის აგვისტოში, როგორც ოფისის უფროსის მოადგილე. მანამდე იგი მონაწილეობდა ნატოს სტრატეგიული დოქტრინის შემუშავებაში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით.
2019 წლიდან 2022 წლამდე იყო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე თბილისში, ამავდროულად აკრედიტებული იყო სომხეთსა და აზერბაიჯანში. იგი ასევე მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს ატაშედ ავსტრიაში, ხორვატიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და რუსეთში. ის მსახურობდა გაერთიანებული სამეფოს ოპერაციებში ჩრდილოეთ ირლანდიაში და ნატოს ოპერაციებში ყოფილ იუგოსლავიასა და ავღანეთში.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.